პრეზიდენტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და სასახლეში ეპატიჟება

პრეზიდენტი ,,გახარია-საქართველოსთვის” და ,,ძლიერ-საქართველოს” გაერთიანებისკენ მოუწოდებს და სასახლეში ეპატიჟება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,ხვალ ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს საბოლოო გამარჯვებამდე. საზოგადოება თქვენგან სწორედ ამას ელოდება!”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები