“ჩვენს საამაყო და სასახელო”- ბიძინა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს

“ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ” – ამის შესახებ ნათქვამია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც პარტია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია-ასე მოიხსენიებს ქართველ ჩემპიონს ივანიშვილი.

„მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად. სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა. მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს. მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის” – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

მსგავსი თემები