რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან-დაღუპულია 4 ადამიანი

რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან. ქვეყანაში სტიქიას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. წყალდიდობამ ქვეყნის რვა ოლქში ათასობით სახლი დააზიანა. დატბორილი დასახლებებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი.

გარემოს დაცვის სამინისტროს წყალმომარაგების სააგენტოს ცნობით, სტიქიური უბედურება გასული 24 საათის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია.

მსგავსი თემები