“რუსულ ოცნებას და მის სამარცხვინო ბაობაბთა საპარლამენტო სიას, იმოძრავებს 25-30%-ის ფარგლებში”- სააკაშვილი

“რუსულ ოცნებასა და მის სამარცხვინო ბაობაბთა საპარლამენტო სიაზე ჩემი პროგნოზი ემთხვევა ზურაბიშვილისას და ის 25-30%-ის ფარგლებში იმოძრავებს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ  “ნაციონალური მოძრაობის” კოალიციის პოპულარობა ყოველ ჯერზე იმატებს.

 „როგორც მოსალოდნელი იყო, ნაციონალური მოძრაობის კოალიციის პოპულარობა ყოველ ჯერზე იმატებს, თან იმ პირობებში, რომ ჩვენი მომხრეების დიდი ნაწილი ერიდება არჩევნებამდე თავის სიმპატიის ღიად გაცხადებას, რაც პირიქითაა ოცნების შემთხვევაში, უფრო მეტი ამბობს, რომ აძლევს ხმას, ვიდრე რეალურად მისცემს.

რაც შეეხება რუსულ ოცნებას და მის სამარცხვინო ბაობაბთა საპარლამენტო სიას, ჩემი პროგნოზი მთლიანობაში ემთხვევა სალომე ზურაბიშვილისას, ის იმოძრავებს 25-30%-ის ფარგლებში (მთელი ადმინისტრაციული რესურსების და გაყალბებების გათვალისწინებით).

გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ახლა ივანიშვილის ერთადერთი იმედია ოპოზიციის მომავალი პარლამენტარების ყიდვა და ამიტომ ჩვენს კოალიციაში ძალიან გულისყურით მოვეკიდებით, რომ მერყევი ელემენტები არ აღმოჩნდნენ სიაში, და ამ მხრივ, ჩვენი აქტივისტების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია!”, – წერს სააკაშვილი.

მსგავსი თემები