მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და მის მიმართ გამოყენებული პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

ცნობისთვის, აგვისტოში მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მესამე პრეზიდენტი ამ პერიოდში ისედაც ,,ვივამედში” გადიოდა მკურნალობას და პატიმრობაში იმყოფებოდა.

ადვოკატების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ხელყოფს ქვეყნის მთავარი კანონით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს.

,,ეს არის არა მხოლოდ დაუსაბუთებელი და შეკვეთილი გადაწყვეტილება, არამედ ამ გადაწყვეტილებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. შესაბამისად ჩვენ მოვამზადეთ კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და მე-9 მუხლთან მიმართებაში, რომ მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება არღვევს პირის თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და არღვევს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებას.

სარჩელს ჩვენ შევიტანთ უახლოეს პერიოდში, რამდენიმე დღეში, საუბარია ძალიან ტექნიკურ დეტალებზე, თუმცა რა ვადაში გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს, ბუნებრივია ეს დამოკიდებულია იმ კონიუნქტურაზე რასთან დაკავშირებითაც ტურავა იღებს გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

მსგავსი თემები