,,ახლა უკვე შიდა ქართლის სხვა სოფლებში დაიწყეს ოკუპაცია, მოსახლეობას პატრონი არ ჰყავს” – ხურვალეთის მკვიდრი

რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე სამხედრო ინფრასტრუქტურას ანახლებენ. რუსმა სამხედროებმა ე.წ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გორის და ქარელის მორიგ სოფლებში გაავლეს და რკინის ძელები აღმართე. ჩვეულებისამებრ, შემდეგ ნაბიჯს მავთულხლართების გავლება წარმოადგენს.

ამ ფონზე ადგილობრივ მოსახლეობას დაუცველობის შეგრძნება და საფრთხის მოლოდინი აქვს.

,,ახლა უკვე შიდა ქართლის სხვა სოფლებში დაიწყეს ოკუპაცია და მიწების მიტაცება, რომელზეც საერთოდ ხმას არ იღებს ხელისუფლება. არაფერს აკეთებს სახელმწიფო. ეს ერგნეთის შეხვედრები შეხვედრებისთვისაა. გატაცებული ჩვენი ხალხი ისევ ცხინვალის ციხეში რჩება. გატაცებები მიდის, ,,ლეკიანობაა” საქართველოში და საქართველოს მოსახლეობას პატრონი არ ჰყავს”, – აცხადებს ხურვალეთის მკვიდრი ლუდა სალია.

უსაფრთხოების ექსპერტებს და ოკუპაციის თემაზე მომუშავე სპეციალისტებს მოლოდინი აქვთ, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთი საქართველოს სახელმწიფოზე ზეწოლას გააგრძელებს.

მსგავსი თემები