ოჯახი, ბათუმში, ახალგაზრდა ქალს ეძებს

ოჯახი, ბათუმში, ახალგაზრდა ქალს ეძებს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.

,,მეგობრებო!

გთხოვთ დაგვეხმარეთ ჩვენი მეგობრის, ნელიკო მაჩაიძის მოძებნაში.

24 საათზე მეტია არ გამოსულა კონტაქტზე, ტელეფონი გათიშული აქვს. მსგავსი რამ მას არ ახასიათებს, ამიტომაც ოჯახი და ახლობლები ძალიან ღელავენ. ბოლოს მისი ტელეფონი დაფიქსირდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რის შემდეგაც კვალი დაიკარგა. პოლიცია საქმის კურსშია და როგორც ამბობენ ყველაფერს აკეთებენ მის მოსაძებნად, თუმცა ახლანდელი პოლიციის იმედი ძალიან რთულია რომ ბოლომდე გქონდეს.

თუკი ვინმე ფლობთ რაიმე ინფორმაციას, ძალიან გთხოვთ დაუკავშირდით მის დას.

ტელ: 555 51 81 04 – ია მაჩაიძე

ასევე შეგიძლიათ მეც მომწეროთ ნებისმიერ დროს.

გთხოვთ, დაგვეხმარეთ გავრცელებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები