,,ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს! გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე გულშემატკივრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ეპატიჟება, სადაც თბილისის მერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის ალბანეთი-საქართველოს საჯარო ჩვენებას გამართავს. შესაბამისი განცხადება კალაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს! ხვალ, 10 სექტემბერს, გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის საჯარო ჩვენებას გამართავს. 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ტირანაში, საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება“, – წერს კალაძე.

მსგავსი თემები