კალიფორნიაში, ტყის ხანძრების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კალიფორნიაში, ტყის ხანძრების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. უცხოური მედია წერს, რომ ხანძარი კალიფორნიის სამხრეთით, სან-ბერნარდინოს ოლქის მიმდებარედ გაჩნდა, რის გამოც საფრთხე შეექმნა 36 ათასზე მეტ შენობას, მათ შორის საცხოვრებელ სახლს.

სან-ბერნარდინოს ოლქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. მოსახლეობისთვის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანებაა გაცემული.

ცნობისთვის, ხანძარი 5 სექტემბერს ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთით გაჩნდა. ამ დროისთვის დაახლოებით 8,580 ჰექტარია დამწვარი. ირკვევა, რომ ამ დროის მონაცემებით, ხანძრის მხოლოდ 3%-ია ლოკალიზებული.

ხანძრის მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები