მაშველებმა თბილისის ზღვის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ლეკვები დახრჩობას გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თბილისის ზღვის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ლეკვები დახრჩობას გადაარჩინეს. მაშველებმა თვალაუხელელი 2 პატარა ლეკვის მდებარეობა სწრაფად განსაზღვრეს და მილებიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

მოგვიანებით, ძენის შემდეგ, მათ ლეკვების დედა იპოვნეს და შვილები დაუბრუნეს. მაშველებმა, მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდების მიზნით, ჭა საიმედოდ დალუქეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

შინაური ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424

მსგავსი თემები