“გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე”- კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და ამბობს რომ გამარჯვება დიდი შრომის შედეგია.

„გილოცავთ, გილოცავთ, ამ საოცარ წარმატებას! გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე.მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს! მადლობა ნაკრების მწვრთნელებს და ნაკრების თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევამაც ეს შედეგი მოგვიტანა!

დიახ, გამარჯვება ჩვენია! სულ გამარჯვებები, საქართველო!“ – წერს კალაძე.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში ჩეხეთი ანგარიშით 4:1 დაამრცხა.

მსგავსი თემები