დუმის დეპუტატმა ოკუპირებული რეგიონების მიერთების პირობა დაასახელა

დუმის დეპუტატმა, დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ, რუსულ მედიასთან ინტერვიუში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიერთების პირობა დაასახელა.

მისი თქმით, რუსეთთან მიერთების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობამ სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე უნდა მიიღოს. იგივე ეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც.

,,აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ყველა სხვა სუვერენულ სახელმწიფოში, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება სურს, ყველა საკითხი ეროვნული რეფერენდუმით წყდება. მხოლოდ აღნიშნული სახელმწიფოს მოსახლეობას აქვს უფლება და არა ლიდერებს, გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

შესაბამისად, თუ ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდება, თუ ხალხი რუსეთთან მიერთების სურვილს გამოხატავს, მაშინ დაიწყება ყველა სამართლებრივი პროცედურა კონსტიტუციური ნორმებისა და უფლებების გასაფორმებლად”, – ამბობს ვოდოლაცკი.

მსგავსი თემები