ლუკაშენკომ აქციებზე დაკავებული კიდევ 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აქციებზე დაკავებული კიდევ 30 პოლიტპატიმარი შეიწყალა. მისი დღეს გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, შეწყალებულთა შორის 7 ქალი და 23 კაცია და მათ უმეტესობას არასრულწლოვანი ან მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ შეწყალების მისაღებად მათ სავალდებულო პირობები შეასრულეს: წარადგინეს შეწყალების შუამდგომლობა, აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს დანაშაული და კანონიერი ცხოვრების წესით ცხოვრების პირობა დადეს.

მანამდე, ლუკაშენკომ 30 პოლიტპატიმარი 16 აგვისტოსაც შეიწყალა.

მსგავსი თემები