ჩვენი პირობა ძალაშია, ჩავატაროთ მაქსიმალურად დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მოვუწოდო ოპოზიციას და ასევე ვთხოვო კოლეგებს უმრავლესობიდან, მაქსიმალურად ჩაერთონ კონსტრუქციულ პროცესში, თანამშრომლობის ფორმატში გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა მაქსიმალურად, რათა საბოლოოდ, ფართო შეთანხმებით მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, რომელზეც რეალურად პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს.

ჩვენი პირობა ძალაშია, ჩავატაროთ მაქსიმალურად დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს და საერთაშორისო პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ საქართველო განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას და არჩევნები არის ამის კიდევ ერთი შესაძლებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებების პარლამენტში განხილვა ივნისის მეორე ნახევარში შედგება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება.

მსგავსი თემები