გასულ თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გასულ თვეში, უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა – ირანის ისლამური რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს, ინდოეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ავსტრალიის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის, და რუსეთის ფედერაციის ჯამში 33 მოქალაქე”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები