„მძევლების გათავისუფლებისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკმარისს არ აკეთებს“- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარისს არ აკეთებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ჯო ბაიდენის განმარტებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ საბოლოო შეთანხმების წარდგენასთან ახლოს არის.

„ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გარდა ამისა, ჟურნალისტის შეკითხვას, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად ისრაელის პრემიერ-მინისტრი საკმარისს აკეთებს თუ არა, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ არა.

ცნობისთვის, დღეს, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის მოლაპარაკებების გუნდს ხვდებიან.

 

 

მსგავსი თემები