ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 31 აგვისტოს დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაგართან საქართველოს მოქალაქე 17 წლის გოგო დააკავა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ცნობა, რომ 1-ელ სექტემბერს საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ,,სახლში გაუშვეს ჯარიმების გარეშე”.
როგორც ეხოკავკაზა წერს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ქართულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.