ევროკავშირის აეროპორტებში ხელბარგით გადასატან სითხეზე 100მლ-მდე შეზღუდვა აღდგა

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 1 სექტემბერს ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, ევროკავშირის აეროპორტებში ხელბარგით გადასატან სითხეზე აღადგინოს 100მლ -მდე შეზღუდვა. გადაწყვეტილება ევროკომისიამ ივლისის ბოლოს მიიღო, თუმცა ძალაში გუშინ შევიდა. გადაწყვეტილება ეხება ევროკავშირის აეროპორტებს, ასევე ისლანდიას, შვეიცარიას, ლიხტენშტეინს და ნორვეგიას.

აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით, C3 ტიპის სკანერები ზოგიერთ ქვეყანაში (გერმანია, ირლანდია, იტალია, ლიტვა,მალტა, ნიდერლანდები, შვედეთი) უკვე დამონტაჟდა.

აღნიშნული თხევადი შეზღუდვა, იმის გამო არსებობს, რომ უსაფრთხოების სკანერებს თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენა არ შეუძლიათ.

მსგავსი თემები