გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, რომ ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ფრანგმა გამარჯვება დამცინავად გამოხატა, რინერის პროვოკაციული ქმედება თუშიშვილმა შეურაცხყოფად მიიღო და ძიუდოისტებს შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ტურნირის ორგანიზატორებმა ქართველი მაშინვე ჩახსნეს ოლიმპიური თამაშებიდან. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი მეორე დღიდან სადისციპლინო კომიტეტის განაჩენამდე თუშიშვილს ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა.

 

 

მსგავსი თემები