„ჰამასის“ ლიდერები გადაიხდიან საფასურს ამ დანაშაულებისთვის”- ჯო ბაიდენი ღაზაში ქვსი ისრაელელი მძევლის ცხედრის პოვნას ეხმაურება

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ღაზაში მდებარე „ჰამასის“ გვირაბში ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედრის პოვნას ეხმაურება, რომელთაგან ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქე იყო.

„განადგურებული და აღშფოთებული ვარ. ის იმ უდანაშაულო ადამიანთა შორის იყო, რომელთაც სასტიკად დაესხნენ თავს, როდესაც ისინი მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ ისრაელში 7 ოქტომბერს“ – აღნიშნავს ბაიდენი 23 წლის ისრაელ-აშშ-ის მოქალაქე, ჰერშ გოლდბერგ-პოლინის შესახებ.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას, რათა მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, რაც თავის მხრივ, დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

„ჰამასის“ ლიდერები გადაიხდიან საფასურს ამ დანაშაულებისთვის“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები