ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დედა-შვილი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მათ გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ტაქსი დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მსგავსი თემები