,,მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, ვინც პირობა დადო, საბოლოოდ მოგვაწოდონ საჰაერო თავდაცვის სისტემები” – კულება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ დაპირებული საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების კუთხით.

„კარგი პროგრესი გვაქვს და განცხადებებიც გაკეთდა, მაგრამ Patriot-ის სისტემების მიწოდება გამოცხადდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის უკრაინისათვის მიწოდებული.

ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, ვინც დადო პირობა, საბოლოოდ მოგვაწოდონ ეს სისტემები. მიწოდების დაყოვნების საფასური ზიანი და ადამიანების სიცოცხლეა“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები