კიევის მოთხოვნით ოთხშაბათს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართება

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის მოთხოვნით ოთხშაბათს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას მოიწვევს. როგორც ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი მოკავშირეებს ონლაინ რეჟიმში ინფორმაციას მიაწვდის ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებისა და პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ.

მსგავსი თემები