საქართველოს საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე – 1984 წელს დაბადებული ი.ა., 1990 წელს დაბადებული ფ.ა., 1987 წელს დაბადებული ა.გ., 1988 წელს დაბადებული მ.ი. და 1980 წელს დაბადებული ჰ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.

,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”, – წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები