„რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა გრძნობდეს მას“- ზელენსკი

„რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა გრძნობდეს მას“- ამის შესახებ, განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლების ფონზე გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მიზნებს.

“დღეს მთავარსარდალი სირსკის უკვე სამი ანგარიში იყო – ანგარიშები შედეგიანია. სწორედ ისეთები, როგორიც ახლა სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს. მადლობელი ვარ ყოველი მებრძოლის, ყოველი ჯარისკაცისა და მეთაურის, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი, უკრაინული, პოზიციების დაცვასა და ჩვენი თავდაცვის ამოცანების შესრულებას. უკრაინელებს გამოსდით საკუთარი მიზნების მიღწევა. და ჩვენ არ ავირჩიეთ ომში მიზნების მიღწევა. რუსეთმა ომი მოიტანა ჩვენს მიწაზე და უნდა გრძნობდეს, თუ რა გააკეთა. ჩვენ კი ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს მშვიდობიან დროს – სამართლიანი მშვიდობის პირობებში. და ეს მოხდება,” – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები