“უკრაინულ არმიას გაოცება შეუძლია, იცის, როგორც მიაღწიოს შედეგებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიას გაოცება და შედეგების მიღწევა შეუძლია. ამის შესახებ მან სამხედროებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის პრეზენტაციისას ისაუბრა.

„ყველა ხედავს, რომ უკრაინულ არმიას გაოცება შეუძლია, იცის, როგორც მიაღწიოს შედეგებს. ამის დემონსტრირებას ახდენს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა მეომრებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტის ძალას, არამედ ანადგურებენ მას, ისე როგორც ეს საჭიროა უკრაინის დასაცავად. ჩვენი ქვეყნის და დამოუკიდებლობის დასაცავად, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც „როიტერი“ წერს, ზელენსკიმ ეს განცხადება კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე გააკეთა.

 

მსგავსი თემები