,,ოჩამჩირეში რუსული ფლოტის ბაზა არ გაიხსნება” – სერგეი შამბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება.

„რაც შეეხება ოჩამჩირეს პორტს, იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის შესახებ საუბარი არ მიდის“, – თქვა შამბამ.

მისივე თქმით, აფხაზეთი რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს. აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაა განლაგებული, ხოლო ე.წ. საზღვარს რუსი მესაზღვრეები იცავენ.

მსგავსი თემები