,,საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცე, შეუპოვარი და ერთიანი აგრესორის შეკავებაში და მათ მხარდაჭერაში, ვინც იცავს სუვერენულ ტერიტორიას” – ფოტიგა აგვისტოს ომზე

,,საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცე, შეუპოვარი და ერთიანი აგრესორის შეკავებაში და მათ მხარდაჭერაში, ვინც იცავს სუვერენულ ტერიტორიას”, – წერს ყოფილი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა.

,,16 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრა დაიწყო.

ქართველების და მათი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამბედაობამ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების სწრაფმა ქმედებებმა პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით გადაარჩინა თბილისი.

თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რუსეთის აგრესიაზე გულგრილი იყო, მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მცდელობისა. საფრანგეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხელს უწყობდა რუსეთის ინტერესებს და შემდგომში აგრესიული ქმედებების გატარების საშუალება მისცა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიის „ბორდერიზაცია“ და ყირიმის ანექსია.

საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს მტკიცე, შეუპოვარი და ერთიანი აგრესორის შეკავებაში და მათ მხარდაჭერაში, ვინც იცავს მათ სუვერენულ ტერიტორიას”, – წერს ანა ფოტიგა.

მსგავსი თემები