იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 11:42 სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში კუნძულ კიუშუს მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხეც.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ბიძგების ეპიცენტრი მიაძაკის პრეფექტურასთან მდებარეობდა. ეპიცენტრი ოკეანის ფსკერზე 30 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

სეისმოლოგების თქმით, ტალღების სიმაღლემ მიაძაკისა და კოჩის პრეფექტურების მიდამოებში შეიძლება ერთ მეტრს მიაღწიოს.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

მსგავსი თემები