ოჯახი 13 წლის დაჩი ქარჩავას ეძებს

ოჯახი 13 წლის დაჩი ქარჩავას ეძებს. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

,,დაჩი ფოთიდანაა. ის გუშინ წავიდა სახლიდან, მშობლების ნებართვის გარეშე! მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, გუშინ, ფოთიდან ბათუმში წამოვიდა. ჩამოვიდა საბაგიროსთან. მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

თუ სადმე შენიშნავთ, ან გაქვთ მასზე რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ, დაეხმაროთ ოჯახს და დაურეკოთ ნომერზე:
551114010 დედა-ნანა მარგალიტაძე”, – წერს ახლობელი.

მსგავსი თემები