,,ექსტრადიციის საკითხს წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო” – პაპუაშვილი აფგან სადიგოვზე

,,ექსტრადიციის საკითხს წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მართლმსაჯულების საკითხი.

„ექსტრადიციის საკითხს წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო. ეს არის მართლმსაჯულების საკითხი და ამაში ჩარევა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები