ბათუმში სროლისას 3 ახალგაზრდა დაიჭრა

ბათუმში სროლისას 3 ახალგაზრდა დაიჭრა, სამივე მათგანი 25 წლამდეა, მათ შორის ერთი გოგოა, ორი კი ბიჭი.

ajaratimes.ge-ის ინფორმაციით, სროლა კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ცნობილია, რომ სამივე დაჭრილი ამავე რესტორნის თანამშრომელია.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. თუმცა, უცნობია, უძღოდა თუ არა სროლას წინ რაიმე სახის შელაპარაკება. რა იყო დანაშაულის მოტივი, ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები