უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 23-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მიწვევით ჩინეთს ეწვევა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ მოსაზრებებს ორმხრივი ურთიერთობების არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე.

ამასთან, განხილვის მთავარი თემა იქნება რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში.

 

მსგავსი თემები