„ლაიფციგში უნდა წასულიყო“- გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაიკარგა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ინფორმაციას, გერმანიის ქართული სათვისტომო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკარგული 69 წლის შოთა კაპანაძეა. ის ბერლინში 12 ივლისს ჩავიდა და ლაიფციგში უნდა წასულიყო, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.

„დაკარგულს აცვია თეთრი ზოლიანი პერანგი,  შავი შარვალი და ფეხსაცმელი და ახურავს შავი კეპი. თან აქვს ლურჯი Adidas-ის ზურგჩანთა“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები