დაღესტნის ყოფილი მაღალჩინოსანი ჭრილობებით საპყრობილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

დაღესტნის სპორტის ყოფილი მინისტრი მაგომედ მაგომედოვი ჭრილობებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედია წერს, რომ 67 წლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თვითმკვლელობა სცადა. დილით ის დაცვამ საკანში იპოვა.  გავრცელებული ინფორმაციით, მაგომედოვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მაგომედოვი დაღესტნის სპორტის მინისტრის თანამდებობას 2012 – 2021 წლებში იკავებდა. ის ოქტომბერში მოსკოვიდან დაღესტანში ჩასულმა FSB-ის სპეცრაზმმა დააკავა. ბრალად ედება კორუფციული დანაშაული.

 

მსგავსი თემები