ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მოსკოვში ჩავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოუთმენლად ველით ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას“ – წერს ნარენდრა მოდი X-ზე.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ინდოეთს შორის კავშირების განმტკიცება ორივე ქვეყნის ხალხს დიდ სარგებელს მოუტანს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ნარენდრა მოდის შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ხვალ, 9 ივლისს გაიმართება.

მსგავსი თემები