ქუთაისთან სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, ქუთაისის მონაკვეთზე, სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მანქანის მძღოლმა მოახერხა ძარი ჩაეხსნა, შედეგად მხოლოდ მისაბმელი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები