საფრანგეთის არჩევნების ოფიციალური შედეგები ცნობილია

გუშინ, 7 ივლისს საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომლის ოფიციალური შედეგები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

მანდატების ყველაზე დიდი რაოდენობა მოიპოვა მემარცხენე ალიანსმა ,,ახალი სახალხო ფრონტი” – 182 მანდატით. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი ცენტრისტულმა კოალიციამ 163 ადგილი მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ,,ეროვნული გაერთიანება” – 143 ადგილით.

ეს ნიშნავს, რომ არცერთ პარტიას არ მოუპოვებია აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 289 ადგილი და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არცერთ პარტიას არ აქვს. მოსალოდნელია, რომ პარლამენტი პოლარიზებული იქნება და სამ ბლოკს შორის გაიყოფა.

მსგავსი თემები