საფრანგეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ გადადგება

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ გადადგომის თაობაზე განცხადებას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს 8 ივლისს, ორშაბათს დილით წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების მონაცემებით, მემარცხენე კოალიცია ,,ახალი სახალხო ფრონტი” იმარჯვებს, მეორე ადგილზეა მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება. მესამე ადგილზე გავიდა მარინ ლე პენის პარტია.

ამჟამად გაურკვეველია ვინ დაიკავებს პრემიერმინისტრის პოსტს, რადგან აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი პარტია ვერ იღებს.

მსგავსი თემები