ირანში 2500 ტონიანი გემი გადაბრუნდა

სპარსეთის ყურეში, ირანის ბანდერ აბასის პორტში, ქვეყნის საზღვაო ძალების  კუთვნილი გემი გადაბრუნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანის საავადმყოფოში გადაიყვანა გახდა საჭირო. ნავსადგურის ოფიციალური განცხადების თანახმად, გემი რემონტის დროს, ავზებში წყლის შესვლის გამო გადაბრუნდა.

გემი 2500 ტონას იწონის. აღჭურვილია ტორპედოს გამშვები საშუალებებით, რაკეტებით, მათ შორის ხომალდსაწინააღმდეგო, არტილერიითა და ავტომატური ქვემეხებით.

მსგავსი თემები