„მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა“- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან შეძლო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეჩერება.

„მე ვარ ის, ვინც ნატო გააერთიანა. არავის ეგონა, რომ მის გაფართოებას შევძლებდი. მე ვარ ის, ვინც პუტინი შეაჩერა. არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა სამხრეთ წყნარი ოკეანის ინიციატივა AUKUS-ით. მე ვარ ის, ვინც გააერთიანა 50 ერი – არა მხოლოდ ევროპაში, ევროპის გარეთაც – უკრაინის დასახმარებლად“ – განაცხადა ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში.

 

 

მსგავსი თემები