„თქვენი განცხადებები შეზღუდვების გაპროტესტებაზე არის პოპულიზმი“ – მეზვრიშვილი ინაშვილს

„ჩემს აღქმაში საკითხს ისე აყენებთ ათეულობით, ასეულობით გარდაცვალების შემთხვევა, რომ გვქონდეს ალბათ მხარს დაუჭერდით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას“ – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ირმა ინაშვილის რეპლიკის საპასუხოდ გააკეთა.

მეზვრიშვილი პოპულისტურს უწოდებს ინაშვილის პრეტენზიას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გაპროტესტებასთან დაკავშირებით:

„საკითხის ასე დაყენება რომ დედამ ვერ უყიდა შვილს პური პოპულულიზმია და არასწორია, თქვენ რეალურად მოუწოდებთ ადამიანებს არ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. თქვენ მოუწოდებთ ადამიანებს შეზღუდვების წესების ეჭვქვეშ დაყენებისკენ, გადადიხართ პოპოლიზმში და გონებაში უდებთ ხალხს იმას, რომ ეს არაა საჭიროა“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მსგავსი თემები