„მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება“- სტოლტენბერგი

„მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება“ – ამის შესახებ ნატოს ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ  ის კმაყოფილია, რადგან ნატო-მ შეძლო ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის კანდიდატურის თაობაზე შეთანხმების მიღწევა.

“მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება. უკვე ბევრი წელია ვიცნობ მას. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა, რომელსაც ის ნატო-ში მოიტანს” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები