“დაფშვნილია ფეხის თითების ძვლები”- თბილისში გლოვოს კურიერი დაჭრეს

წუხელ, თბილისში, რამდენიმე ადამიანი გლოვოს კურიერს თავს დაესხა. როგორც თემო სიგუას  ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, მას ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლიც გაუხსნეს.

„დაფშვნილია ფეხის თითების ძვლები, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში, რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი! გვეუბნებიან, სამ ტყვია მოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქვენ მიიყვანეთ მერეო რომელიმე კლინიკაშიო! – წერს სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში.

შემთხვევა ნუცუბიძის ქუცაზე, წუხელ მოხდა.

 

თბილისში გლოვოს კურიერს თავს რვა ადამიანი დაესხა

მსგავსი თემები