თურქეთი რუსეთსა და უკრაინას ომის დასასრულებლად “მშვიდობის პლატფორმის” შექმნას სთავაზობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა უკრაინას ომის დასასრულებლად “მშვიდობის პლატფორმის” შექმნა შესთავაზა. მისინისტრის განცხადებით, ომის დასასრულებლად ძალისხმევა “უფრო დიდ ფართობზე უნდა გავრცელდეს”.

„უნდა შეიქმნას სამშვიდობო პლატფორმა, რომელიც ხელს შეუშლის პოლარიზაციის გაღრმავებას, ექნება მაღალი ჩართულობა და წარმომადგენლობა და პრიორიტეტს დიპლომატიას მიანიჭებს” – განაცხადა ფიდანმა.

რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების დაწყებას შესთავაზებს ბულგარეთიც. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დიმიტარ გლავჩევი აცხადებს, რომ სურს სახელმწიფოს შორის შუამავალი ბულგარეთი იყოს.

 

მსგავსი თემები