„პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ უნდა დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“- ჯუანშერ ბურჭულაძე

„ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას“ – ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა  ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. ბურჭულაძე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ უნდა დაისაჯონ სამხედრო მოსამსახურეები.

„მინდა, ჩვენს პარტნიორებს ვთხოვო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ასეთ საკითხებზე, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არამხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას. ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“ – განაცხადა ბურჭულაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადო.

 

მსგავსი თემები