შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გააპროტესტეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია სლოგანით „თავისუფლება მიშას“ გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის, დროს გატარებული რეფორმები შეახსენეს და  ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს.

„მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, უამრავი ინსტიტუციური რეფორმა გატარდა, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფო შექმნა. ის, რომ დღეს რეალური შანსი გვაქვს გავხდეთ დასავლური ინსტიტუციების სრულუფლებიანი წევრი, სწორედ ამ პროექტების და ამ რეფორმების დამსახურებაა. მიხეილ სააკაშვილის ღვაწლი თანამედროვე სახელმწიფოს შექმნაში ფასდაუდებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი ადამიანი გარეთ იყოს“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

მსგავსი თემები