„უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება“- ბრიტანეთის პრემიერი

„უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება“- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კეირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.

„რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება“, – განაცხადა კეირ სტარმერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კეირ სტარმერს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 

 

მსგავსი თემები