,,საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად გამოიყენონ” – რუსეთის ვიცე-პრემიერი

,,საქართველო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ არ სურს გამოიყენონ რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად, რაც დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე”, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა ერთ-ერთ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

,,თუ საქართველოს შევხედავთ, სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან. მათ ესმით, რომ არ სურთ გამოიყენონ როგორც პლაცდარმი რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის შესაქმნელად”, – ამბობს ოვერჩუკი.

მისი მტკიცებით, ამ ტენდენციას ,,კარგი გამოხმაურება აქვს” მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის სახით, კერძოდ, ტურიზმის სფეროში. მისივე თქმით, “ეს არის ის, რისკენაც ორივე მხარე მიისწრაფვის”.

მსგავსი თემები