წალენჯიხის მერის მოადგილეს სახლში დრონით უთვალთვალებდნენ, მან კი მოულოდნელობისგან დრონს წყალი შეასხა

წალენჯიხის მერის მოადგილე აცხადებს, რომ სახლში, სადაც ის ცხოვრობს, დრონით უთვალთვალებდნენ. დრონი ყვავილების მორწყვისას დააფიქსირა და მოულოდნელობისგან უცებ წყალი შეასხა.

„რამდენიმე წუთის წინ, ბელეტაჟიანი სახლის აივანზე წყალს ვუსხამდი ყვავილს, როდესაც ზევიდან სწორხაზოვნად დრონი ჩამოფრინდა და ზუსტად ჩემს წინ გაჩერდა. მოულოდნელობისგან მხოლოდ ის მოვახერხე, რომ წყალი შევასხი, ის მყისიერად ზევით აფრინდა და სახლის უკან გაუჩინარდა. მშვიდობაა?? სახლის ტერიტორიაზე, რომელიც ჩემს პირად სივრცეს წარმოადგენს რას იღებთ ან რას იგებთ! ან საერთოდ რა ხდება“ – კითხულობს თამარ ბელქანია.

როგორც ის ამბობს, მოულოდნელობისგან დაიბნა, თუმცა უკეთესი იქნებოდა წყლის ავზი ესროლა, დრონი ჩამოეგდო და მეხსიერების ბარათი ამოეცალა.

 

მსგავსი თემები